ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
მთიან აჭარას 700-ზე მეტი გიდი და ტურისტული სააგენტოს წარმომადგენელი გაეცნო
28 ივნისი, 2018

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტომ საქართველოში არსებული ტურსააგენტოების წარმომადგენლებს მაჭახელას ხეობაში უმასპინძლა და ტურისტული პროდუქტები გააცნო.

ინფოტურის მონაწილეებმა მთიან აჭარაში მოგზაურობა ქემალ თურმანიძის ეთნოგრაფიული მუზეუმიდან დაიწყეს, სადაც 4000-ზე მეტი ექსპონატით აჭარაა წარმოდგენილი.

ტუროპერატორები სოფელ მირვეთს ესტუმრნენ, სადაც ბზების ხეივანი, ჩანჩქერი და თაღოვანი ხიდი დაათვალიერეს.

მაჭახელას ხეობაში სტუმრობისას ინფოტურის მონაწილეებმა მაჭახელას თოფის ტურისტული მარშრუტი გაიარეს, რომელიც გვარას ციხეს, მეორე მსოფლიო ომის დროინდელ ქვემეხს, მაჭახელას თოფის მონუმენტს, ცხემლარას თაღოვან ხიდსა და ზედა ჩხუტუნეთის ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მუზეუმს მოიცავს. გაეცნენ ადგილობრივ ფოლკლორს და საოჯახო-სასტუმრო სახლში ადგილობრივი კერძები დააგემოვნეს.

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტო რეგიონში არასაზღვაო ზოლს მიღმა არსებული ტურისტული პროდუქტების განვითარება/პოპულარიზაციის მიზნით აქტიურად მუშაობს.  დღემდე მთიან აჭარაში 15-მდე სხვადასხვა თემატიკის ტურისტული მარშრუტის განვითარება მოხდა, რომელთა პოპულარიზაციის მიზნით სააგენტომ ბოლო ორ წელში 700-ზე მეტ გიდსა და ტურისტული სააგენტოს წარმომადგენელს გააცნო მთიანი აჭარა.

www.travelingeorgia.ge

 


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.