მტირალას ეროვნული პარკის ვიზიტორთა ცენტრის სასტუმროს ნომრები და საპიკნიკეები სარგებლობის უფლებით გაიცემა
"დაცული ტერიტორიების სააგენტოს" სარგებლობაში გადასაცემად გამოაქვს მტირალას ეროვნული პარკის ადმინისტრაციის ვიზიტორთა ცენტრის სასტუმროს ნომრები და საპიკნიკეები.
დაცული ტერიტორიების სააგენტოს ცნობით, აუქციონში გამარჯვებულმა უნდა უზრუნველყოს ვიზიტორების მომსახურება სასტუმროს ნომრებით და კვებით.
გამარჯვებული ვალდებულია დააზღვიოს სარგებლობაში გადაცემული ქონება და უზრუნველყოს საზოგადოებრივი წესრიგის, დასუფთავების და სახანძრო უსაფრთხოების დაცვა.
აუქციონი 22 ივნისს დასრულდება.
www.travelingeorgia.ge