„მთის კურორტების განვითარების კომპანიის“ ხელმძღვანელი სანდრო ონოფრიშვილის განცხადებით, ინფრასტრუქტურის სამინისტრო აქტიურად მუშაობს ზამთრის კურორტებზე და იმდენად მძლავრი ინფრასტრუქტურა გვექნება, რომ რამდენიმე წელიწადში დახურული იქნება ეს საკითხი.
სანდრო ონოფრიშვილის თქმით, სამინისტრო კობი-გუდაურის საბაგირო გზას აშენებს, მიმდინარეობს გათოვლიანების სისტემისთვის წყლის რეზერვუარის მშენებლობა გუდაურში. შიდა გზების მოწესრიგება. მისივე თქმით, სამინისტროსთან კომუნიკაცია ყოველდღიურ რეჟიმში ხდება.
„გოდერძიზე მისასვლელი გზა მოუწესრიგებელია, ვიცი, რომ მთელი ზაფხულის და შემოდგომის განმავლობაში მიდიოდა მიწების გამოსყიდვა მოსახლეობისგან, გაზაფხულზე ფიზიკური შრომა ჩაერთვება და გაკეთდება ახალი გზა, გვირაბებით, რომელიც უძლებს ქარიშხალს და 2 წელიწადში დასრულდება. სამცხე-ჯავახეთისთვის და ზემო აჭარისთვის ეს არის ღერძი და ხიდი, რომელიც აკავშირებს ამ ორ რეგიონს ერთმანეთთან, ეს იქნება რეგიონის ეკონომიკური გამოცოცხლება“ - აცხადებს ონოფრიშვილი.
ავტორი: სალომე სოსელია
commersant.ge