ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
13 წლის გიდს პრემიერმა „მთის შვილის“ წოდება მიანიჭა
11 დეკემბერი, 2018

13 წლის გიორგი ქოჩქიანი მთელმა საქართველომ ტელევიზიით გაიცნო. ის უშგულში ცხოვრობს, ოთხი ენა (ინგლისური, რუსული, თურქული და ებრაული) იცის და უშგულში ჩასულ ტურისტებს გიდობას უწევს.

დღეს ექსპოჯორჯიაში გამართულ „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების გეგმის“ პრეზენტაციის დროს პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ „მთის შვილის“ წოდება მიანიჭა.

„მინდა, გიორგის მაგალითი მოვიყვანო, როგორც საუკეთესო მაგალითი ჩვენთან, მთაში როგორი თაობები იზრდებიან, როგორი პატრიოტები, როგორი ნიჭიერები და რაც მთავარია, გულწრფელები. ეს არის მთავარი მიზეზი, რატომაც საქართველო ასე ძალიან უყვართ ჩვენს მეგობრებს. ჩვენი ამოცანაა, რომ გიორგისნაირი მომავალი თაობები აუცილებლად ცხოვრობდნენ მთაში. ეს არის საუკეთესო პასუხი ადამიანებზე, ვინც ამბობს, რომ მთაში მოსახლეობის შენარჩუნება არის არაეფექტური. ასე არ შეიძლება, საქართველოს მთა არის ჩვენი მთავარი სიმდიდრე. გიორგის მინდა, წარმატებები ვუსურვო”,- განაცხადა ბახტაძემ.


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.