ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
მცხეთაში წმ.გიორგის სახელობის ეკლესიას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა
22 ოქტომბერი, 2018

მცხეთის მუნიციპალილეტში, სოფელ მსხალდიდში XIX ს-ის წმ.გიორგის სახელობის ეკლესიას კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა.

ეკლესიას აქვს ძეგლის შემდეგი მახასიათებლები: სიძველე, არქიტექტურული ფორმა და დეტალები.

ეკლესია დარბაზულია. ნაგებია აგურის სწორხაზოვანი წყობით. ადგილ-ადგილ იკითხება ქვიშაქვის ცოკოლი.

დიდი ზომის, პარალელურგვერდებიანი თაღოვანი სარკმლები განთავსებულია: ორი ჩრდილოეთით, ერთი სამხრეთით და ორი აღმოსავლეთით. ტაძარს დასავლეთიდან მიშენებული აქვს გეგმით სწორკუთხა კარიბჭე (4,29×2,92), მისი დასავლეთი კარი ორივე მხრიდან თაღოვანია. ჩრდილოეთითა და სამხრეთით გაჭრილი აქვს თითო თაღოვანი სარკმელი. კარიბჭის დასავლეთით, კარის მარცხნივ კვადრატული ფორმის სახატე ნიშაა. ეკლესიას მთლიანად შემოუყვება "ხერხულა" კარნიზი.

გადახურულია კრამიტით. ნახევარწრიულ აფსიდს შეისრულთაღოვანი კონქი აქვს, საკურთხევლის ჩრდილოეთ ნაწილში გაჭრილია სწორკუთხა ნიში. თითო თაღოვანი ნიშია აფსიდის მხრებშიც. დარბაზის გრძივი კედლები გაყოფილია მასიური პილასტრით, რომელსაც შეისრული საბჯენი თაღი ეყრდნობა.

www.travelingeorgia.com


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.