ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
მუცოს რეაბილიტაციის მასშტაბური პროექტი სრულდება.
28 სექტემბერი, 2018

მუცოს აღდგენისა და გადარჩენის სარეაბილიტაციო სამუშაოები განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და კულტურული მემკიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინიციატივით და ისტორიულ ძეგლთა დაცვისა და გადარჩენის ფონდის „ქართუს“ ფინანსური თანადგომით, სრულდება.

პროექტის დამასრულებელი ეტაპი სოფლის ზედა უბნის სრულ რეაბილიტაციასა და ციხე-სოფლის ინფრასტრუქტურულ მოწყობას ითვალისწინებს. ავთენტურ იერსახეს სრულფასოვნად დაიბრუნებს ზედა ტერასის ყველა ციხე-კოშკი და მათი კონსტრუქციული ელემენტები.

სარეაბილიტაციო ეტაპების ფარგლებში, რესტავრირდა შუა და ქვედა უბნის ციხე კოშკები და შენობა-ნაგებობები. ფიქალის ქვის ტრადიციული მშრალი წყობით აღდგა ჩამოშლილი და დაზიანებული ფასადები, ავთენტური ფორმით და სათანადო ჰიდროიზოლაციით მოეწყო მათი გადახურვის კონსტრუქციები. სარეაბილიტაციო ეტაპის ფარგლებში, აღდგა 20-მდე ციხე-კოშკი. პროექტის მიმდინარეობისას, ასევე აღდგენილია ქვის კიბეები, გადახურვის კოჭები და აივნების სვეტები; დამზადდა მუხის კარ-სარკმელები, მოწყობილია თიხატკეპნილები, დასრულებულია.

www.tarvelingeorgia.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.