ღვინის რესტორანი «სირაჯხანა» დეგუსტაციის, მასტერკლასისა და გამოფენა-გაყიდვის მასშტაბურ ღონისძიებაზე გეპატიჟებათ
ღვინის რესტორანი "სირაჯხანა" 8 აპრილს, საღამოს 19:30 სთ-დან დეგუსტაციის,
მასტერკლასისა და გამოფენა-გაყიდვის მასშტაბურღონისძიებაზე გეპატიჟებათ!
საღამოზე წარმოდგენილი იქნება:
• ცნობილი ქართული ღვინის კომპანიების პროდუქცია და თქვენ გექნებათ შესაძლებლობა,
სპეციალურ ფასად შეიძინოთ მათი ნაწარმი.
• მოეწყობა საქართველოში წარმოებული, ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა.
• "სირაჯხანა" სპეციალურად ამ დღისთვის შეფ-მზარეულის მიერ შერჩეულ კერძის სანახაობრივ მასტერკლასს წარმოგიდგენთ.
• გაყიდვაში ჩაეშვება "სირაჯხანაში" წარმოებული მრავალფეროვანი სასაჩუქრე ნაკრები.
• ჩვენი სომელიე წარუძღვება ღვინის დეგუსტაციას და თქვენ შეძლებთ სწორედ ამ
საღამოზე ღვინოსთან ერთად "სირაჯხანის" უგემრიელესიკერძების დაგემოვნებას.
საღამოს მუსიკალურად გააფორმებს კვარტეტი "ერისიონი", ასევე შემოგთავაზებთ
ქართულ ეთნო-საცეკვაო ნომრებს.
ღონისძიებაზე დასწრება უფასოა!
თუ გიყვას ღვინო, ქართული სამზარეულო, ხშირად გყავთ უცხოელი
სტუმრები, ეძებთ მათთვის საინტერესო ლოკაციებს, ასევე თუ ხართ ტურისტული
კომპანიის წარმომადგენელი, გატაცებული ხართ ქართული ხელნაკეთი
ნივთებით, გიყვართ სანახაობრივი საღამოები მაშინ ესღონისძიება თქვენთვის არის!
გვეწვიეთ, გაატარეთ საინტერესო საღამო და აიმაღლეთ განწყობა
მისამართი: ორბელიანის 8/10
სასტუმრო მუზეუმი
(იუსტიციის მიმდებარედ)