ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
მუხურის მეფუტკრეობის ბაზის პრეზენტაცია მოსწავლეებისთვის
02 აგვისტო, 2018

სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მუხურის მეფუტკრეობის ბაზაზე ადგილობრივი სკოლის მოსწავლეებს სემინარი ჩაუტარდათ.

სემინარის ფარგლებში მოსწავლეები მეფუტკრეობის დარგის მნიშვნელობას, ფუტკრის ოჯახის ბიოლოგიას და მუხურის მეფუტკრეობის ბაზაზე განხორციელებულ სამეცნიერო-კვლევით საქმიანობას გაეცნენ.

სკოლის მოსწავლეებმა ბაზაზე არსებული მორფოლოგიური და ექსტერიერული კვლევის და ხელოვნური განაყოფიერების ლაბორატორიები დაათვალიერეს.

მუხურის მეფუტკრეობის ბაზა 2017 წლის ბოლოს გაიხსნა. ბაზაზე ენდემური პოპულაციების შენარჩუნებისა და გავრცელების სამუშაოების გარდა, მეგრული პოპულაციის ნარევი ფუტკრისგან გაწმენდის სამუშაოები მიმდინარეობს.

ბაზაზე ფერმერებისა და დაინტერესებული პირებისთვის სისტემატურად ეწყობა სემინარები ფუტკრის ოჯახების მოვლა-მოშენების და დაავადებების წინააღმდეგ პრევენციული ღონისძიებების გატარების შესახებ.

www.travelingeorgia.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.