ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
მწარმოებელთა ფასების ინდექსი დროებითი განთავსების საშუალებებით და კვებით მომსახურებაზე წინა თვესთან შედარებით 1.2%-ით გაიზარდა
24 თებერვალი, 2023

მწარმოებელთა ფასების ინდექსი დროებითი განთავსების საშუალებებით და საკვების უზრუნველყოფით მომსახურებაზე წინა თვესთან შედარებით გაიზარდა 1.2 პროცენტით.

საქსტატის ინფორმაციით, ფასების ზრდა დაფიქსირდა დროებითი განთავსების საშუალებებით მომსახურებაზე 1.5 პროცენტით, ხოლო საკვების და სასმელების მიწოდებით მომსახურებაზე 0.9 პროცენტით.

წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით ჯამური ინდექსი გაზრდილია 11.7 პროცენტით. აღნიშნულ პერიოდში საკვების და სასმელების მიწოდებით მომსახურების ფასები გაიზარდა 16.2 პროცენტით, ხოლო დროებითი განთავსების საშუალებებით მომსახურების ფასები 8.3 პროცენტით.

commersant.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.