ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
მწვანე ტბის ტერიტორიის რეაბილიტაცია იწყება
03 ივლისი, 2017

წვანე ტბამდე მისასვლელი გზის რეაბილიტაციის დასკვნითი ეტაპის სამუშაოები მიმდინარეობს.

6,5 კმ სიგრძის გზის მოხრეშვა მოშანდაკება და შევიწროვებული ადგილების გაფართოება აჭარის გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარატამენტმა განახორციელა.

პროექტი აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ბიუჯეტით ფინანსდება.

ხულოს მუნიციპალიტეტში არსებული მწვანე ტბის სარეკრეაციო ადგილის კეთილმოწყობის პროექტს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო ახორციელებს. პროექტირების პროცესი წელს დასრულდება და სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყება.

პროექტის მიხედვით ტერიტორია კეთილმოეწყობა, წყლის სისტემა მოეწყობა, სანაგვე ურნები და მოსასვენებელი ადგილები განთავსდება. პროექტი 2018 წელს დასრულდება.

www.bpi.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.