ხულოს მუნიციპალიტეტში მწვანე ტბის ტერიტორიის რეაბილიტაცია მომავლ წელს დასრულდება. ამ ეტაპზე მწვანე ტბამდე მისასვლელი გზის რეაბილიტაციის დასკვნითი ეტაპის სამუშაოები მიმდინარეობს.
6,5 კმ სიგრძის გზის მოხრეშვა მოშანდაკება და შევიწროვებული ადგილების გაფართოება აჭარის გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარატამენტმა განახორციელა.
როგორც მწვანე ტბის ტერიტორიაზე განსახორციელებელ პროექტის დათვალიერებისას აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ აღნიშნა, ულამაზესი მწვანე ტბა მაღალმთიან აჭარაში პოპულარული და ტურისტულად დატვირთული მარშრუტია და მას სამთო ტურიზმის განვითარებისთვის საკმაოდ დიდი პერსპექტივები აქვს.
ზურაბ პატარაძემ ტერიტორია „გოდერძი რიზორტსის“ ხელმძღვანელთან ზურაბ ჭურკვეიძესთან ერთად დაათვალიერა.
მწვანე ტბის სარეკრეაციო ადგილის კეთილმოწყობის პროექტს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო ახორციელებს. მიმდინარე წელს პროექტირების პროცესი დასრულდება და სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყება. პროექტის მიხედვით კეთილმოეწყობა ტერიტორია და მოსასვენებელი ადგილები, მოეწყობა წყლის სიტემა და განთავსდება სანაგვე ურნები.
www.bpi.ge