ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
მწვანე ხეობა - ადგილი, რომელსაც ერთხელ მაინც უნდა ესტუმრო
24 ივლისი, 2018

მწვანე ხეობის შესახებ ბევრს სმენია, თუმცა ბევრმა არც კი სად მდებარეობs და რატომ ჰქვია მას მწვანე ხეობა.

წყალტუბოში, სოფელ ყუმისთავში პრომეთეს მღვიმესთან მდინარე ყუმის სათავე იწყება, სწორედ აქ იქმნება ულამაზესი ხეობა და სწორედ მას ჰქვია „მწვანე ხეობა“. როგორც კი აქ მოხვდებით მაშინვე ამოიცნობთ რატომ მწვანე ხეობა.

ადგილის ბუნებრივი სიმშვენიერის დათვალიერების გარდა აქ შესაძლოა შესანიშნავად გაატაროთ დრო, განიტვირთოთ და დატკბეთ ბუნების სილამაზით. შესაძლებლობა გაქვთ დაათვალიეროთ იდუმალებით მოცული “საქაჯიას მღვიმე".

მწვანე ხეობის ადმინისტრაცია უკვე შესაძლებელობას გაძლევთ ნავით მომსახურება შემოგთავაზოთ: ბილეთის ფასი ნავით მომსახურებისთვის 5 წლიდან სტუდენტის ჩათვლით 5 ლარით განისაზღვრება, ზრდასრულთათვის საქართველოს მოქალაქეებზე 8 ლარი, უცხო ქვეყნის მოქალაქეებისათვის 10 ლარი; უცხო ქვეყნის მოქალაქე ბავშვებისა და სტუდენტებისათვის ბილეთის ღირებულება 5 ლარია.

შესაძლებელია ნავით მომსახურების დაჯავშნა.

ხეობაში ადმინისტრაცია ეპატიჟება იმ წყვილებს, რომლებსაც ბუნების სილამაზე და მრავალფეროვნება იზიდავს და „მწვანე ხეობაში" ხელის მოწერასთან დაკავშრებულ სერვისს სთავაზობს. ხელის მოწერის ტარიფი მწვანე ხეობაში 100 ლარით განისაზღვრება.

მომსახურეობაში შედის მეფე-დედოფლისა და ხელის მომკიდეების ჩათვლით ათ ადამიანზე ნავით მომსახურება და ასევე კუნძული ,,მწვანე ხეობაში" სადაც შესაძლებელია ხელის მოწერის ცერემონიის ჩატარება.

www.travelingeorgia.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.