ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
Myway Airlines-ი ქუვეითის ბაზარზე აქტიურდება და რეისებს თბილისი გარდა ბათუმიდანაც განახორციელებს
16 ივლისი, 2019

ქართულმა ავიაკომპანია Myway Airlines-მა, ქუვეითში საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით გამართულ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა. ღონისძიების ფარგლებში ავიაკომპანიის წარმომადგენლებმა, ქუვეითში ოპერირებადიტურისტული სექტორის წარმომადგენლებს, თბილისი – ქუვეითი – თბილისი და ბათუმი – ქუვეითი – ბათუმის მიმართულებით დაწყებული სერიული ჩარტერებისშესახებ მიაწოდეს ინფორმაცია და ავიაკომპანიის საქმიანობის შესახებ პრეზენტაცია გამართეს.


საქართველოს ტურისტული პოტენციალის უკეთ წარმოჩენის მიზნით, პრეზენტაცია ჩაატარეს საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის საკონვენციო და საგამოფენო ბიუროს თანამშრომლებმაც. 

საქართველოს წამყვანი სასტუმროებისა და ტურისტული სააგენტოების წარმომადგენლებმა კი პირისპირ შეხვედრები გამართეს ქუვეითელ კოლეგებთან.


ღონისძიებას ქუვეითის სახელმწიფოში საქართველოს საქმეთა დროებითი რწმუნებული იოსებ გამგონიძეცესწრებოდა.
ავიაკომპანია Myway airlines-მა ქუვეითის მიმართულებით პირველი ჩარტერული რეისი 6 ივლისს შეასრულა. თბილისი-ქუვეითი-თბილისის რეისი კვირაში ორჯერ, სამშაბათს და შაბათს შესრულდება.25 ივლისიდან კი Myway Airlines- ი ჩარტერული რეისების შესრულებას ქუვეითის მიმართულებით ბათუმის საერთაშორისო აეროპორტიდანაც დაიწყებს.

AviaNews.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.