ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
Myway Airlines-ი საქართველო-ისრაელს შორის რეგულარულ ავიამიმოსვლას იწყებს
28 ივნისი, 2018

ქართული ავიაკომპანია Myway Airlines-ი,  საქართველო-ისრაელს შორის რეგულარულ ავიამიმოსვლას იწყებს.

რეისები თბილისი-თელ-ავივი-თბილისის მიმართულებით დღეიდან დაიწყება, სიხშირეთა რაოდენობა კვირაში 3 - ორშაბათს, ხუთშაბათსა და კვირას, Boeing B737-800 ტიპის საჰაერო ხომალდებით.

ავიაკომპანიის ინფორმაციით, მიმართულებაზე ავიაბილეთის ფასი 451 ლარიდან იწყება, ერთი გზის ავიაბილეთის ფასი კი 247 ლარიდანაა. ტარიფი მოიცავს: კვებას ბორტზე, 25 კგ. ბარგს და 10 კგ. ხელბარგს.

სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ Myway Airlines-ს რეგულარული საჰაერო მიმოსვლის ნებართვა 21 ივნისს მიანიჭა.

Myway Airlines-ის საკუთრებაში 2007 წელს გამოშვებული ორი ერთეული Boeing B 737-8AL იმყოფება. ავიაკომპანიის ბაზირების ადგილია საქართველო.

www.travelingeorgia.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.