Myway Airlines-მა ბათუმი-თეირანის მიმართულებით რეგულარული რეისების შესრულება დაიწყო
ქართულმა ავიაკომპანია Myway Airlines-მა ბათუმი-თეირანი-ბათუმის მიმართულებით რეგულარული რეისების განხორციელება დაიწყო.
ამ მიმართულებით Myway Airlines-ი რეისებს ყოველ პარასკევს შეასრულებს.
ავიაკომპანია მარშრუტზე 26 ოქტომბრამდე Boeing B737-800-ის ტიპის საჰაერო ხომალდებით იფრენს.
სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ ავიაკომპანია Myway Airlines-ს რეგულარული საჰაერო მიმოსვლის ნებართვა 8 ივნისს მიენიჭა. Myway Airlines-ზე საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის სერტიფიკატი სააგენტომ მიმდინარე წლის 23 იანვარს, ხოლო გადაყვანა-გადაზიდვის მოწმობა 23 თებერვალს გასცა.
ამ ეტაპზე “Myway Way Airlines”-ის საკუთრებაში 2007 წელს გამოშვებული ორი ერთეული Boeing B 737-8AL-ია. ავიაკომპანიის ბაზირების ადგილია საქართველო და იგი ქართული საფრენოსნო და ტექნიკური პერსონალით არის დაკომპლექტებული.
www.travelingerogia.ge