ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
“Myway Airlines”-მა ქუვეითის მიმართულებით ჩარტერული რეისების შესრულება დაიწყო
09 ივლისი, 2019

ქართული ავიაკომპანია “Myway Airlines”-ი, 2019 წლის ზაფხულის სანავიგაციო სეზონის განმავლობაში ჩარტერულ ფრენებს კიდევ ერთი ახალი მიმართულებით შეასრულებს. ამის შესახებ ინფორმაციას სამოქალაქო ავიაციის სააგენტო ასრულებს.

თბილისი – ელ-ქუვეითი – თბილისის მიმართულებით ავიაკომპანიამ რეისების შესრულება 2019 წლის 6 ივლისიდან დაიწყო. ფრენები 17 სექტემბრამდე, კვირაში 2 სიხშირით, ყოველ სამშაბათსა და შაბათს, Boeing B737-800 ტიპის საჰაერო ხომალდით განხორციელდება.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ, ავიაკომპანიას აღნიშნულ საჰაერო ხაზზე ჩარტერული საჰაერო მიმოსვლის განხორციელების ნებართვა 2019 წლის 5 ივლისს მიენიჭა.

Commersant.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.