Myway Airlines თბილისი-კიევის მიმართულებით რეგულარული რეისების შესრულებას 5 ოქტომბრიდან დაიწყებს
ქართული ავიაკომპანია Myway Airlines თბილისი-კიევი-თბილისისმიმართულებით რეგულარული რეისების შესრულებას 5 ოქტომბრიდან იწყებს.
პირდაპირი ფრენები დასაწყისისთვის კვირაში 2 სიხშირით, ორშაბათსა და პარასკევს იფრენს, 24 ოქტომბრიდან ავიაკომპანია დაამატებს კიდევ ერთ სიხშირეს (ოთხშაბათი) და ავიარეისებს კვირაში 3 სიხშირით შეასრულებს.
ფრენები ზამთრის სანავიგაციო სეზონის ბოლომდე, Boeing B737-800 ტიპის საჰაერო ხომალდებით განხორციელდება. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ, თბილისი-კიევი-თბილისის საჰაერო ხაზზე რეგულარული საჰაერო მიმოსვლის განხორციელების ნებართვა ავიაკომპანიას 2018 წლის 1 ოქტომბერს მიენიჭა.
www.travelingeorgia.ge