ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
მზადება ტურისტული სეზონისთვის - როგორ მოეწყობა ბათუმის ახალი ბულვარი
27 აპრილი, 2018

ახალ ბულვარში, ტურისტული სეზონისათვის მოსამზადებელი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება მიმდინარეობს.

კაპიტალური სამშენებლო სამუშაოები ახალი ბულვარის ტერიტორიაზე რამდენიმე მიმართულებით მიმდინარეობს: გამოიცვლება ახალ ბულვარში დაზიანებული ფილები, მოეწყობა ბორდიურები, წვივმიმღები ჭები და არსებული გრანიტის ფილების მონტაჟი.

ტერიტორიებზე, რეაბილიტაცია 30 000 კვ.მ მოცულობის სასეირნო ბილიკსა და მიწისქვეშა კომუნიკაციებს ჩაუტარდება. ბილიკები გრანიტის ფილებითა და ბაზალტის ბორდიურებით კეთილმოეწყობა.

სამუშაოები ორ ეტაპად განხორციელდება. პირველი ეტაპი - მიმდინარე წლის 12 ივნისის ჩათვლით ამფითეატრის მოედნიდან მეჯინისწყლის ხიდამდე.
მეორე ეტაპი- 1 ოქტომბრიდან 14 ნოემბრის ჩათვლით მეჯინისწყლის ხიდიდან კაჩინსკის ქუჩის მოსახვევამდე.

პროექტი ბათუმის ბულვარის ბიუჯეტიდან 2 041 884 ლარით ფინანსდება. სარეაბილიტაციო სამუშაოებს კომპანია "მონოლითი 2005" ახორციელებს.

www.travelingeorgia.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.