საქართველოს მთის კურორტებზე 2017-2018 წლის ზამთრის სეზონზე ვიზიტორთა რაოდენობა 22%-ით გაიზარდა, 2016-2017 წლის სეზონთან შედარებით.
კომპანია მთის კურორტების განვითარების კომპანიის მონაცემებით, დეკემბერ-იანვარში მთის კურორტებს 276 022 ვიზიტორი ესტუმრა, 2016-2017 წლის დეკემბერ-იანვარში კი 225 876 ვიზიტორი.
ვიზიტორებს შორის ყველაზე დიდი პოპულარობით სარგებლობს გუდაური, რომელსაც ამ პერიოდში 171 867 ადამიანი (+) ესტუმრა; ბაკურიანი - 78 916 (+12%), თეთნულდი - 9 717 ვიზიტორი (+185%); ჰაწვალი - 8 440 (+166%), გოდერძი - 7 082 (+122%).
www.travelingeorgia.ge