ბავშვთა ქალაქისა და დასასვენებელი პარკი "მზიურის" რეაბილიტაციაზე გამოცხადებულ ტენდერში ამხანაგობა „მზიურია“. ამხანაგობამ პარკის დიზაინის მომზადება და სამშენებლო სამუშაოების შესრულება 540 დღეში უნდა შეძლოს.
კონკურენცია საკმაოდ დიდი იყო, რადგან მასში მონაწილეობას 6 კომპანია იღებდა.
პროქტის ფარგლებში იგეგმება 13 ივნისის სტიქიის შედეგად დაზიანებული ტერიტორიის რეაბილიტაცია, ახალი ბილიკების, ველო ბილიკების მოწყობა, გამწვანება. შეიცვლება პარკში დაზიანებული დეტალები. იგეგმება სივრცეების შექმნა ბავშვებისთვის, მოეწყობა დასასვენებელი ადგილები.
ამხანაგობა ამ სამუშაოების შესრულებისთვის 7,799 მლნ ლარს ითხოვს. 9 მლნ ლარის სამუშაოების შესრულებაზე გამოცხადებულ ტენდერში „მზიურის“ შეთავაზება სხვა კომპანიებთან შედარებით ყველაზე დაბალი იყო.
www.travelingeorgia.ge