კომპანია ს.ს.თ ნადარბაზევის ტბას ყიდის.
წყალსაცავი შიდა ქართლში, (გორი-თბილისის ავტობანიდან 3-5წთ). სარკის მინიმალური ფართობი 65 ჰა, ხოლო როდესაც ტბას ავსებენ სამელიორაციო მიზნით, მისი ფართობი გაცილებით იზრდება, შესაბამისად სიღრმე 1.8 – 3მ.
კომპანია ფლობს თევჭერის ლიცენზიას 2030 წლამდე. ტბაში მოიპოვებენ სქელშუბლა თეთრს, კობრი/ამურს, ჭრელ ლოქოს, კაპარჭინას.
ტბა უზრუნველყოფილია 24 სთ-იანი დაცვით, სათვალთვალო კამერებს, ჩამწერს და ზოგადად ელექტროენერგიას გამოიმუშავებს მზის პანელები.
ტბას ასევე მოყვება კატერი ბენზინის ძრავით და ა/მ ნივა 1993 წლის გამოშვების.
ქონების საწყისი ფასი 670 000 ლარია, ბიჯი 5000 ლარს შეადგენს. აუქციონი 23 მარტს დასრულდება.
“ტბის შეძენისას ჩვენ განვახორციელეთ იხტიოლოგიური კველავა, საკონტროლო თევზჭერა და წყლის ხარისხის ლაბორატორიული ანალიზი. ლაბორატორიული ანალიზის მიხედვით წყალი შეესაბამება დასაშვებ ნორმებს. დიდი რაოდენობის ფიტო და ზოოპლანქტონის გამო იხტიოლოგების რეკომენდაციით ტბა გახლავთ განსაკუთრებით შესაფერისი სქელშუბლისა და კობრის მოსაშენებლად. თუმცა ჩვენს მიერ ჩასმული 250გრ-იანი ლოქოები მოკლე პერიოდში გაიზარდნენ 4-6კგ-მდე დიდი რაოდენობით ცოცხლი საკვების გამო“, - აცხადებენ კომპანიაში.
წყარო : gbc.ge