ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
ნაძალადევის რაიონს სპორტული კომპლექსი შეემატა
15 ოქტომბერი, 2018

დედაქალაქს ახალი სპორტული ცენტრი შეემატა. ზღვის უბნის დასახლებაში, 3 247 კვადრატულ მეტრზე განთავსებული ცენტრი, სრული დატვირთვის შემთხვევაში, 1 500-მდე მომხმარებელს მოემსახურება.

დედაქალაქის მერის განცხადებით, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციის მიზნით, ნაძალადევის რაიონში მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა.

„ის მულტიფუნქციური კომპლექსები, რომელთა გახსნასაც მომავალი წლიდან ვგეგმავთ, კიდევ უფრო მასშტაბური და უფრო მეტი დატვირთვის იქნება. ვფიქრობ, ეს მიდგომა სპორტის განვითარებასა და ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვას შეუწყობს ხელს, რაც დედაქალაქის მოსახლეობისთვის აუცილებელია. აღნიშნულ პროცესში თითოეული ჩვენგანი უნდა ჩაერთოს, რადგან ჯანსაღი ცხოვრების წესს ალტერნატივა არ გააჩნია“, - აღნიშნა თბილისის მერმა.

ნაძალადევის რაიონში მდებარე სპორტული კომპლექსი ჭიდაობის დარბაზს, კრივის რინგს, ორ საცურაო აუზს (დიდი - 25 მ. პატარა - 15 მ), ფიტნეს-დარბაზს, გასახდელებსა და სველ წერტილებს, კაფესა და სპორტულ მაღაზიას მოიცავს. ცენტრში იფუნქციონირებს ცურვის, წყალბურთის, ჭიდაობის, კრივის, მხატვრული ტანვარჯიშის, აღმოსავლური ორთაბრძოლისა და ფიტნესის სექციები.

www.travelingeorgia.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.