ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
ნატახტარი-ამბროლაურის მიმართულებით რეისებს ავიაკომპანია AK-AIR GEORGIA კვირაში ორჯერ შეასრულებს
21 მარტი, 2018

ნატახტარი-ამბროლაური-ნატახტარის მიმართულებით და პირიქით, რეისებს ავიაკომპანია AK-AIR GEORGIA კვირაში ორჯერ ასრულებს. ამბროლაურის აეროპორტის მონაცემებით, ფრენები ყოველ ოთხშაბათსა და კვირას ხორციელდება.

ბილეთის ფასი ერთი მიმართულებით ზრდასრულთათვის 50 ლარია, 12 წლამდე ბავშვებისთვის ვრცელდება 30%-იანი ფასდაკლება, 3 წლამდე ჩვილებისთვის მგზავრობა უფასოა.

ავიაბილეთების წინასწარ დაჯავშნა და შეძენა შესაძლებელია ტურისტულ კომპანია Vanilla Sky-ს ვებგვერდზე.

შეგახსენებთ, რომ სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ  „AK-AIR GEORGIA"-ზე საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის სერტიფიკატი და გადაყვანა-გადაზიდვის მოწმობა იანვრის ბოლოს გასცა. ავიაკომპანიას უფლება ეძლევა განახორციელოს 5700 კგ-ზე ზევით მაქსიმალური ასაფრენი მასის მქონე საჰაერო ხომალდის კომერციული ექსპლუატაცია. ამ ეტაპზე „AK-AIR GEORGIA"-ს საკუთრებაში ერთი ერთეული L410UVP E ტიპის საჰაერო ხომალდი იმყოფება.

ავიაკომპანიის ბაზირების ადგილია საქართველო.

www.travelingeorgia.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.