ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
ნატახტარში უკრაინული კომპლექსი LAZNIA 2020 წლისთვის გაფართოვდება
06 მაისი, 2019

ნატახტარში, უკრაინული კომპლექსი LAZNIA, რომელიც სპას და რესპორანს აერთიანებს, ფართოვდება. როგორც კომპლექსის თანადამფუძნებელმა, ივა ჭყონიამ „კომერსანტს“ განუცხადა, 2020 წლისთვის იგეგმება  LAZNIA-ს მიმდებარედ 5 000 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთის შეძენა და მისი განვითარება. ამჟამად  მიმდინარეობს მოლაპარაკებები ინვესტორებთან.

მისი განმარტებით,გაფართოების შემდეგ დაგეგმილია ხის კოტეჯებთან ერთად სასტუმროს მშენებლობაც.

„ეს არის მაღალფასიანი სემენტზე გათვლილი.ვიზიტორები არიან რუსეთიდან, უკრაინიდან ამერიკიდან. ჩვენი ძალიან ხშირი სტუმარია ამერიკის საელჩო. მსგავსი  ტიპის კონცეფცია საქრთველოში ამ ეტაპზე უკონკურენტოა. დიდი მოთხოვნა იყო ქართულ კერძებზე, ამიტომ დაახელოებით ერთ თვეში მენიუს  ქართული კერძებიც დაემატება“-აცხადებს ჭყონია.

კომპლექსი თბილისთან ახლოს, 20 წუთის სავალზე, ნატახტარის მიმდებარედ ააშენეს და იქ უკრაინიდან მოწვეული შეფ-მზარეული და სპეციალისტები მუშაობენ. კომპლექსი 2018 წლის სექტემბერში გაიხსნა.

კომპლექსში მოსულ სტუმარს უკრაინულ სამზარეულოსთან ერთად სპა პროცედირებს ვთავაზობთ, რომელიც ეკოლოგიურად სუფთა გარემოშო ტარდება. კოტეჯები ხისაა, ღუმელიც კი ხის შეშაზე მუშაობს. გათვლას ძირითადად ადგილობრივ მომხმარებელზე ვაკეთებთ, რომელსაც დედაქალქიდან გასვლა და დასვენება სურს. იქ შესაბამისი გარემოა შექმნილი, რათა გათავისუფლდეს სტრესისგან და მოწყდეს ქალაქის ყოველდღიურობას. ამჟამად ორი კოტეჯი გვაქვს, სადაც ერთდროულად 14 ადამიანის მომსახურებაა შესაძლებელი, – განაცხადა ივა ჭყონიამ.

Commersant


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.