ეკონომიკის მინისტრის თქმით, "აწარმოე საქართველოში" ფარგლებში უკვე მომზადებულია და 1-ლი სექტემბრიდან მოქმედებაში ჩაეშვება 2,5 მილიარდი ლარის ახალი პროგრამები.
„ეს არის ადგილობრივი წარმოების მხარდაჭერა, ექსპორტზე ორიენტირებული წარმოების და იმპორტის ეტაპობრივი ჩანაცვლების მხარდამჭერი პროგრამები, რომელიც რა თქმა უნდა, სვანეთსაც შეეხება. იმიტომ, რომ აქ ვითარდება მიკროსაწარმოები, საშენი მასალების წარმოება, ხის დამუშავება, მშენებლობა და ეს არის ის დარგები, რასაც ჩვენ ამიერიდან უფრო ძლიერად დავუდგებით გვერდში.
ეს იქნება არა მხოლოდ სესხის პროცენტის სუბსიდირება, ეს იქნება თანაგარანტირება, ეს იქნება გრანტები - ახალი კომპონენტი, რაც ეხლა შევიმუშავეთ. სწორედ ადგილობრივი წარმოების, დასაქმების მხარდაჭერა დაგვეხმარება, რომ უფრო სწრაფად დავძლიოთ პანდემიის ნეგატრიური შედეგები და შევინარჩუნოთ ის ორნიშნა ეკონომიკური ზრდა, რაც ყველას გამოვიყვანს ამ კრიზისიდან და პირიქით, ძალიან დიდ ბიძგს მისცემს ჩვენი ქვეყნის განვითარებას", - აღნიშნა ნათია თურნავამ.
business-partner.ge