ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
ნათია თურნავა – ბალნეოლოგიური კურორტების განვითარება ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტია
06 სექტემბერი, 2019

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრობის კანდიდატის ნათია თურნავას ინფორმაციით, ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად მომზადდა სპეციალური კვლევა, რომლითაც განისაზღვრა სამედიცინო კუთხით საქართველოში არსებული პროდუქტების კონკურენტუნარიანობა. განცხადება ამის შესახებ ნათია თურნავამ საქართველოს პარლამენტში გამართულ კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე გააკეთა.

ასეთ კონკურენტულ პროდუქტებს შორის მინისტრობის კანდიდატმა დაასახელა კარდიოლოგია, ოფთალმოლოგია, პლასტიკური ქირურგია, თმის გადანერგვა, ფაგები და სხვ.

„ აღნიშნული მიმართულების განვითარებას ვუყურებთ არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნის, არამედ რეგიონის მასშტაბით”, – განაცხადა მინისტრობის კანდიდატმა. მისი თქმით, მიმდინარეობს მუშაობა სამედიცინო ტურიზმის კატალოგის შექმნაზე. ნათია თურნავამ ასევე ისაუბრა საქართველოს ბალნეოლოგიური კურორტების განვითარების საკითხზეც და აღნიშნა, რომ სამედიცინო ტურიზმის ეს მიმართულება ჩვენი ქვეყნის უპირატესობას წარმოადგენს და მისი განვითარება ერთ-ერთი პრიორიტეტია.

bm.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.