ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
ნათია თურნავა ბრენდირებული სასტუმროების წარმომადგენლებს შეხვდა
28 ივნისი, 2019

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრებს განაგრძობს. ტურიზმში არსებული გამოწვევების დაძლევის საკითხები ნათია თურნავამ ამჯერად ბრენდირებული სასტუმროების წარმომადგენლებთან ერთად განიხილა. მინისტრის განცხადებით, ძალიან მნიშვნელოვანია ბიზნესთან ერთობლივი საუბარი გამოსავალზე, რომელიც შეარბილებს იმ ნეგატიურ ეფექტს, რაც გამოწვევის სახით უდგას ტურიზმის ინდუსტრიას.

„ბრენდირებული სასტუმროების წარმომადგენლებთან ვიმსჯელეთ სხვადასხვა გამოსავალზე, ვიმსჯელეთ, როგორ დავეხმაროთ მათ ლოგისტიკაში – იქნება ეს ახალი ფრენები, ჩარტერები, გარკვეული ტრანსფერების დაფინანსება, გარკვეული საფინანსო მხარდაჭერა და ჩვენი არსებული ფინანსური მექანიზმების ამისთვის გამოყენება. მნიშვნელოვანია, რომ დარგი დაბალანსებულად უყურებს პროცესს, საუბარია როგორც სხვადასხვა ბაზრიდან ტურისტების მოზიდვის ახალ შესაძლებლობებზე, ასევე ტრადიციული ბაზრის და მათ შორის რუსული ბაზრის შენარჩუნებაზე” – განაცხადა ნათია თურნავამ

Commersant.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.