ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
ნათია თურნავა – მცირე გრანტების დაგეგმილ კონკურსში მცირე და საოჯახო სასტუმროები ცალსახა პრიორიტეტი იქნება
18 ივლისი, 2019

„სექტემბერში დაანონსდება და დაიწყება მცირე გრანტების კონკურსი, მცირე გრანტების მორიგი პროგრამა, რომლის პრიორიტეტი ცალსახად იქნება მცირე და საოჯახო სასტუმროები,” – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ჟურნალისტებთან საუბარში.

მინისტრის განცხადებით, მცირე გრანტების კონკურსში მცირე და საოჯახო სასტუმროების პრიორიტეტად განსაზღვრა ტურიზმის სექტორში გამოწვევების დასაძლევად მომზადებული სამოქმედო გეგმის ნაწილია საბანკო სესხის პროცენტის თანადაფინანსების, საკრედიტო – საგარანტიო სქემისა და დამატებითი მარკეტინგული პროექტების განხორციელებასთან ერთად.

Commersant.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.