ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
ნათია თურნავა: მივიღეთ გადაწყვეტილება, მოვახდინოთ მცირე სასტუმროების კრედიტის თანადაფინანსება
09 ივლისი, 2019

„მივიღეთ ორი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება – ტურისტული ბიზნესის ყველაზე უფრო მოწყვლადი სეგმენტის – მცირე სასტუმროებისთვის საბანკო სესხების პროცენტების თანადაფინანსებას უზრუნველვყოფთ, ასევე დაიგეგმა, რომ საკრედიტო-საგარანტიო მექანიზმის ფარგლებში პრიორიტეტი მიენიჭოს ტურიზმის ინდუსტრიას და სასტუმრო ბიზნესს, რათა განვითარებისა და გაფართოების ახალი პროექტები არ გაჩერდეს, – ეს განცხადება მედიის წარმომადგენლებთან ნათია თურნავამ ბიზნესასოციაციასთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომელსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი, მამუკა ბახტაძეც ესწრებოდა.

„დღეს ბიზნესასოციაციაში ვიმსჯელეთ იმ კონკრეტულ ნაბიჯებზე, რომელთა გადადგმასაც აპირებს ხელისუფლება ტურიზმის ბიზნესისთვის იმ შესაძლო ზიანის შესამსუბუქებლად, რაც დაუდგება რუსეთის გადაწყვეტილების გამო. შევისწავლეთ, რა გასაჭირი უდგათ მცირე სასტუმროებს, რადგან ეს არის ყველაზე უფრო მოწყვლადი სეგმენტი, რომელიც დარტყმის ქვეშ დგება. აქედან გამომდინარე, გადავწყვიტეთ, რომ მივიღოთ მონაწილეობა მათი საბანკო სესხების პროცენტის თანადაფინანსებაში, რადგან მთავარი პრობლემა, რაც მესმოდა სექტორთან გამართული შეხვედრების დროს, არის სესხის, ასე ვთქვათ, ტვირთი და ჩვენ ბიზნესს ამ ტვირთის შემსუბუქებაში დავეხმარებით და მოვახდენთ პროცენტის თანადაფინანსებას“ – აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.

Commersant.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.