ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
ნათია თურნავა – „რაინეარის“ შემოსვლაზე უახლოეს დღეებში კარგ სიახლეებს გაიგებთ
15 აგვისტო, 2019

ნათია თურნავა – „რაინეარის“ შესახებ უახლოეს დღეებში კარგ სიახლეებს გაიგებთ.

საქართველოში ავიაკომპანია „რაინეარის“ (Ryanair) შემოსვლასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ განუცხადა.

მისი თქმით, აღნიშნულთან დაკავშირებით ახლო მომავალში საზოგადოება დადებით სიახლეს შეიტყობს.

„უახლოეს დღეებში ძალიან კარგ სიახლეებს გაიგებთ ჩვენგან. არ დავასწრებ მოვლენებს”, – აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ.

Commersant.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.