ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
ნათია თურნავა – ტურისტული ინდუსტრიის მოთხოვნაა, ახალ ბაზრებთან ერთად, რუსი ტურისტიც შენარჩუნებაც ვცადოთ
28 ივნისი, 2019

ტურიზმის ინდუსტრია დგას გამოწვევის წინაშე. ჩვენ ვართ ერთ ერთი ყველაზე უსაფრთხო და მიმზიდველი ტურისტული ბაზარი, -განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ ქუთაისში.

ჩვენ გვსტუმრობს 50 ქვეყანაზე მეტი წარმომადგენელი, მათ შორის რუსი ტურისტიც, რაც მნიშვნელოვანი მიმართულება იყო და იმედი მაქვს, კვლავაც იქნება. ტურისტული ინდუსტრიის მოთხოვნა არის, ახალ ბაზრებთან ერთად, შევეცადოთ შევინარჩუნოთ რუსი ტურისტი ჩვენს ბაზარზე, რაც მნიშვნელოვანია ტურისტული ინდუსტრიისთვის. ჩვენ მაქსიმალურად გვერდით ვუდგავართ კომპანიებს, იმისთვის, რომ შევარბილოთ ნეგატიური ზემოქმედება. ვამუშავებთ გეგმას მათთან ერთად, სამი დღეა ინტენსიური შეხვედრები გვაქვს, მათ შორის ფინანსური, ლოგისტიკური, პოლიტიკური მხარდაჭერის, ყველაფერი, რაც ჩვენს ხელთ არის. ძალიან მნიშვნელოვანია, შევეცადოთ დავასტაბილუროთ ვითარება, კიდევ ერთხელ ყველამ ვთქვათ, რომ საქართველო არის უსაფრთხო ადგილი, სადაც ყველა ქვეყნის ტურისტს მივესალმები, მათ შორის რუსი ტურისტიც კვლავინდებურად აქტიურად იქნება წარმოდგენილი, -განაცხადა ნათია თურნავამ.

IPN.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.