ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
National Geographic: ჭიათურა - საბჭოთა აჩრდილების ქალაქი (ფოტო)
03 ივნისი, 2017

National Geographic ჭიათურის მაღაროზე სტატიას ავრცელებს და მკითხველს მაღაროელების ცხოვრებას და მუშაობას ქართველი ფოტოგრაფის დარო სულაკაურის ფოტოებით აცნობს. 

სტატიის ავტორი აღნიშნავს, საბჭოთა კავშირის პერიოდში, საქართველოში მანგანუმის მოპოვება წარმატებული ბიზნესი იყო, თუმცა საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ქვეყნის ეკონომიკა მკვეთრად დაზიანდა, რამაც ინდუსტრიაზეც იქონია გავლენა. 2016 წლის მონაცემებით ჭიათურის მაღაროებში 3000 პირია დასაქმებული, მათი სამუშაო ინფრასტრუქტურა ჯერ კიდევ გასულ საუკუნეს 1954 წელს აშენდა, მას შემდეგ კი ქსელი არ განახლებულა. 

„მაღაროელების ანაზღაურება თვეში 700 ლარია, მათი უსაფრთხოების დასაცავად კი საკმაოდ მცირე ინფრასტრუქტურაა განვითარებული. გაერთიანებებს საკმაოდ სუსტი ძალა აქვთ, შრომის ინსპექცია კი ხშირ შემთხვევაში კორუმპირებულია, მაღაროელების გაფიცვები მდგომარეობას მცირედით აუმჯობესებს. 

მრავალსაუკუნოვანი შენობები კიდევ უფრო აძლევს ქალაქს კომუნისტური ქალაქის აჩრდილის იერს. ადგილზე მინიმალური უსაფრთხოების ნორმებია უზრუნველყოფილი “, - წერს სტატიის ავტორი. 

წყარო: National Geographic 
ფოტო: დარო სულაკაური 

www.bm.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.