“NATIONAL GEOGRAPHIC-თან თანამშრომლობით მოხდება ტურისტების შემოყვანა ისეთი ქვეყნებიდან, როგორიცაა აშშ, კანადა და ახალი ზელანდია“
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ დადებითად შეაფასა ამერიკული ტურისტული კომპანიის MIR Corporation-ისა და National Geographic-ის ერთობლივი პროექტი, რომელიც საქართველოში ინგლისურენოვანი ქვეყნებიდან ტურისტების ჩამოყვანისა და მათთვის სპეციალური ტურისტული სერვისების შეთავაზებას ითვალისწინებს.
ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.
საქმე იმაშია, რომ National Geographic-ს საქართველოში ტურისტული მომსახურების გასაწევად პარტნიორობას საქართველოს შემომყვან ტუროპერატორთა ასოციაციის პრეზიდენტი ია თაბაგარი და მისი ამერიკელი პარტნიორი კომპანია „MIR Corporation“-ის პრეზიდენტი და თანადამფუძნებელი დუგლას გრეიმსი გაუწევენ.
„ჩვენთვის ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, განსაკუთრებით, ამ დღეებში, როდესაც საქართველოში ტურიზმი დადგა გამოწვევის წინაშე. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, რომ ისეთი ქვეყნებიდან, როგორიცაა აშშ, კანადა, ახალი ზელანდია და სხვა, საიდანაც ტურისტრების ნაკადების შეიძლება მეტი იყოს და პოტენციალი დიდია, სწორედ National Geographic-ის ეგიდით მოხდება მათი შემოყვანა და ჩვენ მათ სიამოვნებით ვუმასპინძლებთ“, – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.
bm.ge