ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
26 ნოემბერს ნავენახევის მღვიმე ტურისტებისთვის განახლებული ინფრასტრუქტურით გაიხსნა
30 ნოემბერი, 2018

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტოსა და თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანზიებით, თერჯოლაში, ნავენახევის მღვიმე, ახალი ეკო-ტურისტული ინფრასტრუქტურით ხვალ გაიხსნება. 26 ნომებრიდან თერჯოლაში არსებული, ნავენახევის მღვიმე სტუმრებს ახალი ეკო-ტურისტული ინფრასტრუქტურით უმასპინძებს. დაცული ტერიტორიების სააგენტოს ინფორმაციით, ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა არა მხოლოდ მღვიმეში არამედ მოეწყო მის ირგვლივ სივრცეც. აშენდა ვიზიტორთა ცენტრი, კაფეტერია, სუვენირების მაღაზია, ასევე გამოიყო საგანმანათლებლო სივრცე. 80-იანი წლებიდან მოყოლებული მღვიმე დიდი პოპულარობით სარგებლობა, თუმცა მოგვიანებით ინფრაქსტრუქტურის მწყობრიდან გამოსვლის შემდეგ იგი ტურისტებისთვის დაიკეტა. განსხვავებული და ლამაზი ფორმის სტალაგმიტებით, სტალაგნატებითა და სტალაქტიტებით გამორჩეული 250 მეტრის სიგრძის ორსართულიანი და 4 დარბაზიანი მღვიმე 26 ნოემბრიდან კი სტუმრებსკვლავ მიიღებს. მღვიმეში დამონტაჟდა თანამედროვე განათების სისტემა და მოეწყო ეკო-ტურისტული ბილიკი. დაცული ტერიტორიების სააგენტოს ინფორმაციით, ინფრასტრუქტურული პროექტი საქართველოს ბიუჯეტიდან 980 000 ლარით იყო დაფინანსებული.


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.