კომპანიამ „ნიამორი“ მცხეთის რაიონის სოფელ მუხრანში მრავალფუნქციური კომპლექსის ნაწილი გახსნა. საუბარია, ღვინის გადამამუშავებელ საწარმოსა და მარანზე, რომელიც მუხრანში მდებარეობს და ყურძენსაც აქტიიურად იბარებს.
საწარმო 2 000 კვ.მ-ის მიწის ნაკვეთზეა განთავასებული, აქედან შენობა-ნაგებობა 500 კვ. მ ფართობზეა.
როგორც „ბიზნესპარტნიორს“ კომპანიის დირექტორმა გიორგი ბოჭორიშვილმა განუცხადა, მიმდინარე წელს კომპანია 25-30 ტონამდე ყურძნის მიღება-გადამუშავებას გეგმავს.
„დამზადდება როგორც თეთრი, ისე წითელი და ვარდისფერი ცქრიალა ღვინო. გვექნება მაღალალკოჰოლური მიმართულებაც, მათ შორის ჭაჭა და ბრენდი. აქამდე კომპანია კასპში, იჯარით აღებულ საწარმოში ახდენდა ღვინის წარმოებას, რომელსაც ძირითადად ონლაინ ყიდდა. ახალი საწარმო კი მოგვცემს შესაძლებლობას გავზარდოთ რაოდენობები და ექსპორტზეც გავიდეთ,“-აცხადებს ბოჭორიშვილი.
კომპლექსის მეორე ნაწილი, რომელიც გასართობ სივრცეს (50 ადამიანზე გათვლილი) მოიაზრებს, 2024 წლისთვის გაიხსნება. პროექტის ჯამური საინვესტიციო ღირებულება 600 000 ლარამდეა.
ბოჭორიშვილის განცხადებით, კომპანიაში ამ ეტაპისთვის 15-მდე ადამიანია დასაქმებული.
კომპანია „ნიამორი“ ბაზარზე 2017 წლიდან ფუნქციონირებს და ალკოჰოლური სასმელებს ჩამოსხმული სახით, გრავირებას უკეთებს და რეალიზაციას ახდებს.
კომპანია გასულ წელს აცხადებდა, რომ მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობას საგურამოში გეგმავდა, სადაც გაერთიანებული იქნებოდა როგორც ღვინის გადამამუშავებელი საწარმო და მარანი, ისე სხვადასხვა დასასვენებელი (მათ შორის რესტორანი, სპა ცენტრი) და საქმიანი სივრცეები. დღეს ბოჭორიშვილი აცხადებს, რომ აღნიშნულმა პროექტმა ცვლილება განიცადა და განახლებული სახით მცხეთის რაიონის სოფელ მუხრანში ხორციელდება.