ნიცას, ამსტერდამის, ოქსფორდის გვერდით... ბათუმი ევროპაში საუკეთესო ტურისტული ქალაქების ათეულშია
National Geographic Traveler-მა ბათუმი ევროპაში საუკეთესო ტურისტული ქალაქების ათეულში შეიყვანა.
ბათუმი, როგორც უქმეების გასატარებლად საუკეთესო ადგილი ისეთი ქალაქების გვერდით სახელდება, როგორებიცაა ნიცა, პალერმო, ამსტერდამი და ოქსფორდი.
პოლონურ გამოცემაში გამოქვეყნებულ სტატიას „მზესთან ახლოს“ ჰქვია. გამოცემის მარტის ნომერში ბათუმსა და ზოგადად აჭარას მიეძღვნა.
„ჩვენ ვიცით ბედნიერების რეცეპტი” ამბობენ ქართველები. ეს შეიძლება გადამეტებულად მოგეჩვენოთ, თუმცა ბათუმში გატარებულმა ერთმა „ვიკენდმაც“ კი დამარწმუნა ამ სიტყვების სიმართლეში,“ - ასე იწყებს სტატიას ჟურნალისტი ბუაჟეი გრიგილი, რომელიც მკითხველს შავიზღვისპირეთში მოგზაურობის შთაბეჭდილებებს აცნობს.
სტატია, რომელიც მკითხველს აჭარაში სამოგზაუროდ ეპატიჟება National Geographic Traveler”-ის მარტის ნომერში გამოქვეყნდა. ჟურნალისტი ბათუმში ვიზიტისას საუკეთესო ადგილებს ასახელებს, რომელთა შორისაა ბოტანიკური ბაღი, ბულვარი, ევროპის მოედანი და სხვა ტურისტული ღირსშესანიშნაობები. ის ასევე, ხაზს უსვამს მთიან აჭარასა და ადგილობრივ სამზარეულოს, სადაც ულამაზეს ბუნებაში ტურისტებს უგემრიელესი კერძების დაგემოვნება შეუძლიათ.
National Geographic Traveler-ის ჟურნალისტი რეგიონში აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მოწვევით იმყოფებოდა.
www.travelingeorgia.ge