ნიგვზიანი ბადრიჯანი, ხინკალი, ჩაქაფული - კერძები, რომელზეც ტურისტების მხრიდან ყველაზე დიდი მოთხოვნაა
ქართული კერძები ტურისტების დაინტერესებას ყოველთვის იწვევდა. თუმცა, როგორცაღმოჩნდა, პანდემიამ გასტრონომიის მიმართ ინტერესი კიდევ უფრო გაზარდა. როგორცგასტრონომიული ტურიზმის ბიზნეს ასოციაციის დამფუძნებელი ქეთი კვიჭიძე„ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას ამბობს, ნიგვზიანი ბადრიჯანი, ხინკალი, ხაჭაპური, ჩაქაფული და ქართული ღვინო მათ განსაკუთრებულ მოწონებას იმსახურებს.
„ტურისტების მხრიდან ყველაზე მოთხოვნადი კერძებია, ნიგვზიანი ბადრიჯანი, ასევე, ხინკალი და ხაჭაპური როგორც იცით, ლიდერია. გარდა ამისა, ჩვენ ვცდილობთ, სხვადასხვა კერძებზე გავაკეთოთ აქცენტი. ისეთებზე როგორიცაა ჩაქაფული, ფხალეულიდა ა.შ. რაც მათი მხრიდან დიდ მოწონებას იმსახურებს.
ასევე, აღსანიშნავია, რომ ღვინო არის ის, რაც ფაქტობრივად, ყველა ტურისთვის ყველაზესასურველია და მუდმივად ითხოვენ. შეიძლება ითქვას, რომ გასტროტურიზმი დაზოგადად, მას-ტურიზმი ღვინის გარეშე აღარ გამოდის“,- აღნიშნავს გასტრონომიულიტურიზმის ბიზნეს ასოციაციის დამფუძნებელი.
ცნობისთვის, როგორც ქეთი კვიჭიძე ამბობს, პოსტ-პანდემიურ მდგომარეობაში ძალიანდიდი მოთხოვნა გაჩნდა გასტრონომიულ ტურიზმზე. მისი თქმით, ტურისტებისგანსაკუთრებულ ინტერესს სოფლის მეურნეობა, ამასთან, რეგიონებში, ოჯახებშისტუმრობა და კერძების ადგილზე დაგემოვნება იწვევს