ნიკორწმინდას ტაძრის რეაბილიტაცია და ტერიტორიაზე ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობა დეკემბრისთვის დასრულდება
ნიკორწმინდის ტაძრისა და მიმდებარე ტერიტორიის რეაბილიტაცია აქტიურ ფაზაშია. ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობის დასრულება დეკმებრისთვის იგეგმება.
სარეაბილიტაციო სამუშაოები ითვალისწინებს ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობას, სოფლის ცენტრში არსებული შენობების ფასადების მოწესრიგებას და ტაძრამდე მისასვლელი გზის რეაბილიტაციას. გარდა ამისა დაგეგმილია სკვერის მოწყობა და სუვენირების მაღაზიის მშენებლობა.
პროექტი "საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის" დაფინანსებით ხორციელდება, ბიუჯეტი 2 მლნ ლარს აღემატება. სამუშაოებს კომპანია „ორნამენტი“ ასრულებს.
პროექტის მიზანია ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარება და რეგიონის პოპულარიზაციის ხელშეწყობა.
www.travelingeorgia.ge