ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
ნინო ჩიქოვანი: ტურიზმის სფეროში კვალიფიკაციის კუთხით არის გამოწვევები
21 მაისი, 2019

საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ორგანიზებით, ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებთან, საჯარო-კერძო დიალოგის ფორმატში, შეხვედრა გაიმართა.

როგორც bm.ge-ის პალატიდან აცნობეს, ღონისძიების მიზანი იყო, ტურიზმის სფეროში საგანმანათლებლო და სატრენინგო პროექტებისა და გეგმების შესახებ, საქტორის წარმომადგენლებისთვის ინფორმაციის მიწოდება.

შეხვედრა, პალატის პრეზიდენტმა ნინო ჩიქოვანმა გახსნა.

,,საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა აქტიურად იყენებს საჯარო-კერძო დიალოგის პლადფორმის გამოყენებას იმისათვის, რომ ბიზნესის წარმომადგენლებს, ამ შემთხვევაში კი, ტურიზმის სექტორს, საშუალება ჰქონდეს, უფრო მეტი ინფორმაცია მიიღოს სახელმწიფოს შესაბამისი უწყებების მხრიდან, მათ სექტორში დაგეგმილი პროექტების და აქტივობების შესახებ. ტურიზმის სფეროში, კვალიფიკაციის კუთხით არის გამოწვევები და ისინი, ერთობლივი ძალისხმევით უნდა გადაიჭრას“, – განაცხადა ნინო ჩიქოვანმა.

ღონისძიების მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა განათლებისა, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ ირინა აბულაძემ.

ტურისტული კომპანიების და სასტუმრო ბიზნესის წარმომადგენლების წინაშე, პრეზენტაციით წარსდგა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მარიან ქვრივიშვილი.

ღონისძიებაზე საუბარი იყო, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ დაგეგმილი, უფასო სატრენინგო პროგრამების შესახებ, რომელიც კერძო სექტორისთვისაა განკუთვნილი, ასევე საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს პროგრამებსა და გეგმებზე, ტურიზმის სფეროში პროფესიული მომზადება/გადამზადების კუთხით. შეხვედრას, ტურისტული კომპანიებისა და სასტუმრო ბიზნესის 60-მდე წარმომადგენელი დაესწრო.
ღონისძიების ბოლოს, გაიმართა დისკუსია და კითხვა-პასუხი, ტურიზმის სექტორში არსებულ აქტუალურ საკითხებზე.


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.