ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
ნიუ-იორკი, ტორონტო, სან პაულო, პეკინი, ტოკიო, სეული - როდის დაიწყება ტრანსკონტინენტური ფრენები
08 სექტემბერი, 2021

პირდაპირი რეისები ნიუ-იორკში, ტორონტოში, პეკინში, ტოკიოსა და სეულში - ქართული ავიაკომპანია „Air Georgia“ ამბიციური გეგმის შესულებისთვის აქტიურად მუშაობს. როგორც „კომერსანტს“ კომპანიის დამფუძნებელმა გიორგი კოდუამ განუცხადა, მოლაპარაკებები უკვე დაწყებულია ამერიკის საელჩოსთან, თუმცა ტრანსკონტინენტური ფრენების დასაწყებად კომპანიამ ჯერ სერტიფიკატი უნდა აიღოს.

 

„გასულ კვირას აშშ–ის საელჩოში მქონდა შეხვედრა ეკონომიკურ ატაშესთან და დავადეკლარირეთ, რომ ჩვენ თბილისი-ნიუ-იორკის მიმართულებით პირდაპირი რეისების დაწყებას ვაპირებთ. საელჩომ ინფორმაცია მიიღო და პროექტში ჩვენთან ერთად ჩაერთო. ასევე ამერიკაში ქართველი წარმომადგენელი დავნიშნეთ და მიდის აქტიური მუშაობა. ჩვენ ურთიერთობა გვაქვს სამხრეთ კორეის ელჩთან. როგორც კი გაიხსნება ქვეყანა, აქტიური მოლაპარაკებები დაიწყება. ტრანსკონტინენტური რეისების შესრულებისთვის საჭიროა ავიაკომპანიას ჰქონდეს დამატებითი ფრენების უფლება, რასაც ETOPS ჰქვია. საქართველოში ეს სერტიფიკატი არც ერთ კომპანიას არ აქვს და ჩვენ ვაპირებთ ეს ნებართვა პირველებმა მივიღოთ. ETOPS-ის მიღებისთვის დაახლოებით 9 თვეა საჭიროა, ამ კუთხით მუშაობა დავიწყეთ და დეპარტამენტში შეგვაქვს წერილი, რომ პროცედურა დაიწყოს“, - განცხადა გიორგი კოდუამ.

შეგახსენებთ, რომ Air Georgia-ს საქართველოში Airbus 330-300 ხომალდის ჩამოყვანას და ტრანსკონტინენტური ფრენების დაწყებას ივლისიდან აანონსებდა, თუმცა, ფრენები კომპანიამ დათქმულ ვადაში ვერ დაიწყო.

commersant.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.