ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
ბიზნესი ბაკურიანიდან - სპორტული ინვენტარი გაქირავებით
02 აპრილი, 2018

ზვიად მჭედლიშვილს სამთო-სათხილამურო  კურორტზე დაბა ბაკურიანში, თითქმის 9 წლის განმავლობაში პატარა თუნუქის ჯიხური ჰქონდა. აქ ზვიადი ტურისტებსა და დამსვენებლებს სპორტული ინვენტარის (თხილამურები, სნოუბორდები, ციგები) გაქირავების სერვისს სთავაზობდა.

ინვენტარი მას, ისევე როგორც ამ სერვისის სხვა მიმწოდებელებს არცთუ კომფორტულ გარემოში ჰქონდა. ზვიად მჭედლიშვილის ისტორიას ევროკავშირის პროგრამა ENPARD-ი (სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამა) საკუთარ ვებგვერდზე აქვეყნებს.

ვებგვერდზე ნათქვამია, რომ ზვიადი თოვლსა თუ წვიმაში იდგა გარეთ, სპორტული ფეხსაცმელი და თხილამურები კი იყინებოდა, ზიანდებოდა... პატარა და არაკომფორტულ ჯიხურში ინვენტარის ნორმალურად გაშრობა თუ შენახვა შეუძლებელი იყო.

ტურისტებთან თუ დამსვენებლებთან უშუალო კომუნიკაციამ და მრავალწლიანმა გამოცდილებამ ზვიადს დაანახა, რომ აუცილებელი იყო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება.

ზვიადი ამბობს, რომ სერვისის დახვეწის აუჩილებლოას კარგად ხედავდა, თუმცა ფინანსური რესურსი არ ჰქონდა. მოგვიანებით მან ევროკავშირის პროგრამა ENPARD-ის შეთავაზებით ისარგებლა და ბიზნესის განვითარების შესაძლებლობა მიიღო.

„მომხმარებლები კმაყოფილები არიან. შესაბამისად, მალე ჩვენ გარშემო ბევრი ასეთი ტიპის ჯიხური აშენდა. სხვებმაც დაინახეს, რომ ჩვენი წამოწყება მომგებიანია და  მათაც შეიტანეს სიახლეები. პირველ წელს თუ უპირობო უპირატესობით ვსარგებლობდით, წელს კონკურენციამ საგრძნობლად იმატა. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ეს სფეროს განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.“

www.travelingeorgia.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.