ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
ნოემბერში საქართველოში 91.6%-ით ნაკლები უცხოელი ვიზიტორი შემოვიდა
15 დეკემბერი, 2020

ტურიზმის ადმინისტრაციის თანახმად, ოქტომბრის განმავლობაში ქვეყანაში საერთაშორისო ვიზიტორების 45,363 ვიზიტი განხორციელდა. ეს 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 91.6%-ით ნაკლებია. ტურიზმის ანგარიშის მიხედვით, გასული თვის განმავლობაში საჰაერო გზით მხოლოდ 3,530 ვიზიტორი შემოვიდა, რაც 2019 წელთან შედარებით 96.6%-ით ნაკლებია.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის თანახმად, გასული თვის განმავლობაში საქართველოში ყველაზე მეტი ვიზიტორი რეგიონის ქვეყნებიდან იმყოფებოდა. 
 

15 ქვეყანა, საიდანაც ნოემბერში ყველაზე მეტი ვიზიტორი შემოვიდა:


1 თურქეთი - 17 780 ვიზიტორი, კლება წინა წელთან -78,2%
2 სომხეთი - 8 510 ვიზიტორი, კლება წინა წელთან -92,7%
3 საქართველო (არარეზიდენტი) - 4 581 ვიზიტორი, კლება წინა წელთან -88,6%
4 აზერბაიჯანი - 3 902 ვიზიტორი, კლება წინა წელთან -96,6%
5 რუსეთი - 3 788 ვიზიტორი, კლება წინა წელთან -95,4%
6 უზბეკეთი - 1 785 ვიზიტორი, მატება წინა წელთან 42,6%
7 უკრაინა - 1 177 ვიზიტორი, კლება წინა წელთან -90,9%
8 ბელარუსი - 597 ვიზიტორი, კლება წინა წელთან -83,5%
9 ყაზახეთი - 531 ვიზიტორი, კლება წინა წელთან -94,2%
10 ყირგიზეთი - 264 ვიზიტორი, კლება წინა წელთან -84,3%
11 ა შ შ - 239 ვიზიტორი, კლება წინა წელთან -90,6%
12 გერმანია - 234 ვიზიტორი, კლება წინა წელთან -93,6%
13 ტაჯიკეთი - 222 ვიზიტორი, კლება წინა წელთან -58,8%
14 საფრანგეთი - 218 ვიზიტორი, კლება წინა წელთან -86,7%
15 ბულგარეთი - 209 ვიზიტორი, კლება წინა წელთან -70,9%.

ტურიზმის ადმინისტრაციის ანგარიშიდან ირკვევა, რომ ვიზიტორების რაოდენობის რეკორდულ ვარდნასთან ერთად, დემოგრაფიული მაჩვენებლებიც რადიკალურად არის შეცვლილი - კერძოდ, 45,363 ვიზიტორს შორის 95% ანუ 43,189 კაცი იყო. ქალი ვიზიტორების რაოდენობა მხოლოდ 2,174-ია. ვიზიტორთა მთლიან რაოდენობაში გასულ წელსაც კაცები ჭარბობდნენ, თუმცა 2019 წელს თანაფარდობა 70%/30%-ზე იყო. 

მაღალი ალბათობით, წელს დემოგრაფიულ ჭრილში ვიზიტორთა ასეთი არათანაბარი განაწილება მეტყველებს იმაზე, რომ გასული თვის განმავლობაში საქართველოში შემოსული ვიზიტორები ქვეყანაში ძირითადად ისეთი ტექნიკური მიზეზით იმყოფებოდნენ, რასაც, მაგალითად, რეგიონალურ სატვირთო გადაზიდვები წარმოადგენს.

www.bm.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.