ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
ნოემბერში ტურისტების რაოდენობა 283%-ით გაიზარდა
20 დეკემბერი, 2021

ნოემბერში საქართველოში შემოსულ საერთაშორისო მოგზაურთა რაოდენობა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 289%-ით 181 ათასამდე, მათ შორის ვიზიტორების რაოდენობა 267%-ით 167 ათასამდე და ტურისტების რაოდენობა 283%-ით 151 ათასამდე გაიზარდა, თუმცა 2019 წლის ნოემბერთან შედარებით ყველა მიმართულებით 55-73 პროცენტიანი კლება ფიქსირდება.

გასულ თვეში ყველაზე მეტი - 32 600 ვიზიტორი საქართველოს თურქეთიდან ეწვია, 23 400 ვიზიტორით მეორე ადგილზე რუსეთია, მესამეზე - 19 300-ით სომხეთი. ათეულში ასევე გვხდება: საქართველო (არარეზიდენტები), ისრაელი, უკრაინა, აზერბაიჯანი, ყაზახეთი, საუდის არაბეთი და უზბეკეთი.

პროცენტულად ყველაზე დიდი 457 ათას პროცენტიანი ზრდა საუდის არაბეთიდან ფიქსირდება, ეს იმიტომ, რომ გასული წლის ნოემბერში ამ ქვეყნიდან საქართველოს საზღვარი მხოლოდ 1-მა მოქალაქემ გადმოკვეთა, წელს კი 4573-მა. მსგავსი მიზეზის გამო ზრდის ტემპმა 49 ათას პროცენტს მიაღწია ირანიდან, 43 ათას პროცენტიანს ფილიპინებიდან, 15 ათას პროცენტს ინდოეთიდან და 12 ათას პროცენტს ისრაელიდან.

ნოემბერში სახმელეთო საზღვარი 87 ათასმა ადამიანმა გადმოკვეთა რაც გასული წლის ნოემბრის მაჩვენებელს 112%-ით აღემატება, საჰაერო საზრის კვეთის რაოდენობა კი 2100%-ით 78 ათასამდე გაიზარდა. სარკინიგზო და საზვაო ტრანსპორტით საქართველოში სულ 1530 ადამიანი შემოვიდა, რაც ვიზიტორების 1%-ზე ნაკლებია.

აპრილიდან მოყოლებული სამნიშნა პროცენტული ზრდის მიუხედავად. საერთაშორისო მოგზაურების რაოდენობა 11 თვეში მაინც 1.6%-ით 1.668 მლნ-მდეა შემცირებული, ვიზიტორების რაოდენობა მხოლოდ 6.6%-ით 1.560 მლნ-მდე გაზრდილი, ტურისტების კი 37%-ით 1.433 მლნ-მდე. გასული წლის იანვარში, მაშინ როცა კოვიდი მხოლოდ ჩინეთში იყო გავრცელებული ტურისტების რაოდენობა 20%-ით გაიზარდა, თებერვალში ნულოვანი ზრდა დაფიქსირდა და დრამატული კლება მარტიდან დაიწყო. 2020 წელს 1.5 მლნ-დან 900 ათას ვიზიტორზე მეტი იანვარ-თებერვალში შემოვიდა.

2009 წელს ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავალმა $476 მლნ შეადგინა, 2014 წელს $1.8 მლრდ, 2019 წელს $3.3 მლრდ და 2020 წელს მხოლოდ $542 მლნ, საიდანაც 79% პირველ კვარტალში შემოვიდა. ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას 2021-ს შესახებ მხოლოდ პირველი კვარტალი მონაცემი აქვს განთავსებული. მიმდინარე წლის იანვარ-მარტში საქართველომ ტურიზმიდან $54 მლნ მიიღო, უდავოა შემდეგ კვარტლებში რიცხვები გაზრდილი იქნება, თუმცა ჩამორჩენის აღდგენას კიდევ წლების დასჭირდება.

commersant.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.