ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
ნოემბერში ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები 21%-ით გაიზარდა - Galt & Taggart
13 დეკემბერი, 2023

2023 წლის ნოემბერში ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები 274 მლნ აშშ დოლარს გაუტოლდა, რაც 21%-ით აღემატება წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებლებს. აღსანიშნავია, რომ ეს მაჩვენებელი გაზრდილია მიგრაციის ეფექტის გამორიცხვით,  - ამის შესახებ ამის შესახებ  Galt & Taggart-ის 2023 წლის 11 დეკემბრის ყოველკვირეულ  მიმოხილვაშია აღნიშნული.

ამავე კვლევის მიხედვით, ჯამურად, 2023 წლის იანვარ-ნოემბერში ტურიზმის შემოსავლებმა 3.9 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 22%-იანი ზრდაა. 

Galt & Taggart-ის პროგნოზით, 2023 წელს ტურიზმის შესავლები 4.2 მლრდ აშშ დოლარს (+19.0% წ/წ), ხოლო 2024 წელს 4.5 მლრდ აშშ დოლარს (+7.0% წ/წ) გაუტოლდება.

bp.ge

 


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.