ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
ნოემბრიდან ტურისტები სტეფანწმინდა-სამების ეკლესიასთან განახლებული გზით შეძლებენ მისვლას
16 მარტი, 2018

ნოემბრიდან ტურისტებს, ადგილობრივი მოსახლეობას და მომლოცველებს შესაძლებლობა ექნებათ სტეფანწმინდა-სამების ეკლესიასთან განახლებული და კომფორტული გზით გადაადგილდნენ. 

ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, სტეფანწმინდა-სამების ეკლესიასთან მისასვლელი  საავტომობილო გზის 5.6 კმ-იანი მონაკვეთის სამშენებლო სამუშაოები რამდენიმე თვეა მიმდინარეობს.

პროექტი ითვალისწინებს ცემენტ-ბეტონის საფარის, წყალგამტარი მილების, საყრდენი კედლების, ავტომობილების გასაჩერებელი მოედნებისა და გზის კეთილმოწყობას.  ასევე, გაკეთდება საგზაო ნიშნები და გზის ჰორიზონტალური მონიშვნა. 

გერგეტის ყოვლადწმინდა სამების ტაძარი XIV საუკუნის ძეგლია და განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს ტურისტების მხრიდან. გზის მშენებლობა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს, ყაზბეგში ტურისტული პოტენციალის განვითარებას. 

სამუშაოები 2017 წლის მაისში დაიწყო. პროექტის ბიუჯეტი 7,8 მლნ ლარია და სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება.

www.travelingeorgia.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.