Nordavia-მ სანქტ-პეტერბურგიდან ბათუმის მიმართულებით პირდაპირი რეისების შესრულება დაიწყო
რუსულმა ავიაკომპანიამ Nordavia, სანქტ-პეტერბურგიდან ბათუმის მიმართულებით პირდაპირი რეისების შესრულება დაიწყო. შედეგად, Nordavia მესამეა რუსულ ავიაკომპანიებს შორის, რომელიც ბათუმის მიმართულებით იფრენს.
როგორც Interfax-ი წერს, კომპანია პირველ ეტაპზე Boeing-737-ის ტიპის თვითმფრინავით შაბათობით იფრენს, თუმცა მოგვიანებით რესიების რაოდენობა კვირაში 3 სიხშირემდე გაიზრდება.
ივნისის დასაწყისიდან მოსკოვიდან ბათუმის მიმართულებით ფრენების შესრულება Nordstar Airlines დაიწყო, ჩერეპოვეციდან კი Severstal-მა. აღნსანიშნავია, რომ მანამდე რუსეთიდან შავიზღვისპირეთის მიმართულებით “ურალის ავიახაზები” და “სიბირი” (S7 Airlines) დაფრინავდა. ავიაკომპანიები ზაფხულის სეზონზე ფრენათა სიხშირის ზრდას გეგმავენ.
www.bpi.ge