სასტუმრო „ნორთ ყაზბეგის“ დამფუძნებელი გოჩა ხაიკაშვილი ზაფხულის სეზონის მოლოდინებზე „ბიზნესპარტნიორთან“ საუბრობს.
მისი ინფორმაციით, სასტუმროს უკვე აქვს ჯავშნები არაბული ქვეყნებიდან (დუბაიდან, ქუვეითიდან) და ევროპიდან (გერმანია). თუმცა, რუსეთ-უკრაინის ომის შედეგად საკმაოდ ბევრი ჯავშანი გაუქმდა უკრაინიდან, რუსეთიდან და ბელორუსიიდან.
„დატვრითულობა ახლა ისეთი არ არის, როგორც პანდემიამდე იყო. როგორც ვიცი, პრობლემა აქვს ავიკაომანია Wizz Air-საც, შემცირებულია ფრენების სიხშირე. ამის გამო ვერ ჩამოდიან მაგალითად, პოლონელები. არადა, მათთვის საქართველო და კონკრეტულად ყაზბეგი, ძალიან საინტერესო და მიმზიდველი მხარეა,“ - აცხადებს ხაიკაშვილი.
მისი ინფორმაცით, სასტუმროს 2 ადგილიან ნომერში განთავსების ღირებულება ივლის-აგვისტოში 100 ლარი იქნება.
რაც შეეხება ყაზბეგის ინფრასტრუქტურას და იმას, თუ რას ნახავს ადგილზე ჩასული ტურისტი, ხაიკაშვილი განმარტავს, რომ შიდა გზები საკმაოდ ცუდ მდგომარეობაშია, თუმცა, ადგილობრივი მუნიციპალიტეტისგან მისი რეაბილიტაციის პროცესი დაწყებულია.
ანალოგიური მდგომარეობაა წყალმომარაგების მიმართულებითაც. ადგილობრივი თვითთმართველობა მუშაობს რომ რეგიონს 24 საათიანი მომარაგება ჰქონდეს, თუმცა, ამ დროისთვის ყაზბეგს წყალი გრაფიკით მიეწოდება, კერძო სექტორს კი წყლის რეზერვუარები აქვს, შესაბამისად, ტურისტებს პრობლემა არ ექმნებათ.
ხაიკაშვილი აცხადებს, რომ ბოლო წლებისგან განსხვავებით ყაზბეგი კერძო ინვესტიციებისთვის საკმაოდ მიმზიდველი გახდა. მათ შორის, გაიხსნა არაერთი რესტორანი და კვების ობიექტი.
სასტუმრო „ნორთ ყაზბეგის“ დამფუძნებელი აცხადებს, რომ 2023 წლისთვის გაფართოებას განიხილავს.
business-partner.ge