ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
Новая газета: აფხაზეთი - მიტოვებული ლაჟვადროვანი სანაპირო
05 აპრილი, 2021

Новая газета: აფხაზეთი - მიტოვებული ლაჟვადროვანი სანაპირო

სტატია მომზადებულია „Новая газета“ -ზე დაყრდნობით. მასში გამოთქმული მოსაზრებები და ტერმინები ეკუთვნის მასალის ავტორს არ გამოხატავს „კომერსანტის“ შეხედულებებს.

აფხაზეთში ნავთობის, გაზის, ნახშირის, გრანიტის, მარმარილოს და სხვა წიაღისეულების საბადოებია, მისი ტერიტორიის 50% მიწათმოქმედებისთვის იდეალურია, მდინარეების დიდი რაოდენობა იაფი და უსაფრთხო ენერგიის უზარმაზარ პოტენციალს იძლევა.

ბოლოს და ბოლოს, ეს მსოფლიოში ერთ-ერთი ულამაზესი მხარეა, რომელსაც საერთაშორისო დონის კურორტად ქცევის დიდი შანსი აქვს. მაშინ რატომ იქცა აფხაზეთი მიგდებულ უპატრონო სამოთხედ?

სოხუმში მაღაზიებში მაწონი იყიდება - ყარაჩაი-ჩერქესეთში წარმოებული. ადგილობრივი - არ არსებობს. აფხაზეთში რძის გადამამუშავებელი არათუ ქარხანა, არამდე საამქროც არ აშენებულა.

აქ ციტრუსები და ფეიხოა ყველგან ხარობს, მაგრამ არც ერთი გადამამუშავებელი ქარხანა არ არის. არც საკონდიტრო ფაბრიკა, არც ჩაის, არც წისკვილკომბინატი. ხორცი შემოაქვთ კრასნოდარიდან, სოხუმის ხორცგადამამუშავებელი ქარხანა მიტოვებულია. უნიკალური საბჭოთა სანატორიუმები, რომელთა წყალობით აფხაზეთი ლაჟვარდოვან სანაპიროდ ითვლებოდა გაპარტახებული და მიტოვებულია.

თუ გსურთ აფხაზეთის არსი მოკლედ, რამდენიმე სიტყვით დაახასიათოთ, ეს ძალიან მარტივია - ბუნების წარმოუდგენელი სილამაზე და ამაზრზენი უპატრონობა ყველაფერში, რაც ადამიანის ხელითაა გაკეთებული.

გაზაფხული გაგრაში

დასვენება გაგრაში საბჭოთა საშუალო კლასის ოცნება იყო. აფხაზეთის გარდაქმნა ლაჟვარდოვან სანაპიროდ ჯერ კიდევ 1920-ამ წლებში დაიწყო.

საბჭოთა გაგრის ვარსკლავი სანატორიუმი „საქართველო“ იყო - „სტალინური ამპირის“ ბრწყინვალე  ნიმუში, რომელიც დღეს სრულად გაპარტახებულია.. ფანჯრები  ჩამტვრეულია, პარკეტი დალპა, ჭერი ჩამონგრეულია. ერთად-ერთი, რაც ძველი დროიდან დარჩა - ცისფერი კაფელია აბაზანებში. ასევე წარმოუდგენელი სილამაზის ხედი ფანჯრიდან - ეს ხომ ნამდვილად არ შეცვლილა.

იმის მიუხედავად, რომ „საქართველო“ მიტოვებულია, იქ ექსკურსიები ტარდება - ტურისტებს უწინდელი სილამაზის და ხარისხის საკუთარი თვალით შეფასების საშუალება ეძლევათ.

ასეთივე მდგომარეობაშია საბჭოთა კლასიციზმის სხვა არქიტექტურული ნიმუშები -ზამთრის თეატრი, სასტუმრო „კლდე“, რომელიც კურორტის დამაარსებელმა, გერმანელმა გრაფმა ოლდენბურგმა ააშენა. მისი აღორძინებისთვის ინვესტორიც მოიძებნა, თუმცა, რემონტი დაწყებისთანავე შეწყდა. ამბობენ, რომ რუსი ინვესტორი აფხაზმა პარტნიორებმა „გადააგდეს“... აფხაზეთისთვის ჩვეულებრივი ამბავი...

მიტოვებული და მიგდებული აფხაზეთში არა მხოლოდ სასახლე-სანატორიუმებია - სოხუმის ცენტრში ყოფილი მინისტრთა საბჭოს მრავალსართულიანი შენობა  - დამწვარი და მიტოვებულია - 1993 წლიდან.

ყველაზე მძიმე სანახავია მიტოვებული საცხოვრებელი სახლები - ძირითადად, აგურით ნაშენები და მყარი. უფრო საშინელია, როდესაც იცი, ეს სახლები როგორ დაცარიელდა.

მკვდარი ქალაქი

აფხაზეთში არა მხოლოდ ცალკეული შენობებია მიტოვებული, არამედ მთელი ქალაქები. უკეთეს შემთხვევაში, „თითქმის მიტოვებული“. პირველ რიგში ეს ოჩამჩირეს ეხება.

ადრე ისიც კურორტი იყო, მართალია, ისეთი დახვეწილი არა, როგორც გაგრა, მაგრამ მაინც.. ის ასევე მნიშვნელოვანი სატრანსპორტო ცენტრი და აფხაზეთის ყველაზე მდიდარი ქალაქი იყო.

დღეს ის თითქმის ცარიელია. ადგილობრივების შეფასებით, ქალაქში ომის შემდეგ მოსახლეობის მეოთხედია დარჩენილი. ირგვლივ სიჩუმეა, რომელშიც ზოგჯერ სიცოცხლის ნიშნებიც ჩანს -  სადღაც ბავშვები ფეხბურთს თამაშობენ, სადღაც 1-2-მა მანქანამ გაიარა, აქა-იქ პატარა მაღაზიებიც მუშაობს, ნაგვის ყუთები სავსეა, ქუჩებში ძროხებსაც დაინახავთ. სულ ესაა, რაც აფხაზეთის ყველაზე აყვავებული ქალაქისგან დარჩა.

აქ თითქმის ვერ დაინახავთ უცხოელს. ადგილობრივებმა გამაფრთხილეს - ღამე გარეთ არ გახვიდეო, ოჩამჩირეში მგლები დარბიან. ამ პრობლემას ხელისუფლებაც ადასტურებს და მოქალაქეებს მტაცებლების დახოცვას სთხოვს. რითი დახოცონ - კითხვა არ ისმის.. აფხაზეთის ყველა ოჯახი ავტომატურ იარაღს ფლობს.

დაცარიელება ომის დასრულებასთან ერთად არ შეჩერებულა. ადგილობრივი ჟურნალისტის ანტონ კრივენიუკის თქმით, ვინც ომს გადაურჩა, დღეს მშვიდობას ეწირება.

„აფხაზეთში იშვიათია მამაკაცებმა 65 წელზე მეტი იცოცხლონ. ჩემს თაობას რომ ვუყურებ - საშინელებას ვხედავ. 35- 45 წლის ახალგაზრდები - ერთი გალოთდა, ერთი განარკომანდა, ერთი ზღვაში დაიხჩო, ერთმა თავი მოიკლა. ჩემ თანატოლთა ნახევარი უკვე საიქიოშია. ვერც კი წარმოიდგენთ აფხაზეთში რა დონის ჰუმანიტარული კატასტროფა ხდება“ - ამბობს ჟურნალისტი, რომელიც ძირითადად მოსკოვში ცხოვრობს, აფხაზეთში კი შვებულებაში ჩამოდის.

დემოგრაფიულ ორმოს აფხაზეთში უძრავი ქონების და მიწის უცხოელებისთვის გაყიდვის აკრძალვაც ამძაფრებს.

სოხუმში უამრავი სახლი იყიდება. ერთ-ერთში შევედი, ვათვალიერებ, სახლს არაუშავს, მაგრამ როგორ უნდა გაფორმდეს?

„არაა პრობლება. სხვის სახელზე გავაფორმებთ, ფიქტიურად“ - მითხრა სახლის პატრონმა.

წარმოიდგინეთ - სახლს 400 000 რუბლად ყიდულობთ, არემონტებთ, რაც ასევე ძვირი სიამოვნებაა და ამის შემდეგ თქვენთან სახლის ფორმალური მფლობელი მოდის და გეუბნებათ რომ არც კი გიცნობთ და ეს სახლი მისია.

თანაც აღმოჩნდა, რომ ხშირ შემთხვევაში გამყიდველები ამ სახლებს არ ფლობენ - ეს ქართველების მიტოვებული სახლებია.

„ამას ერქვა „დაკავებულია“, როდესაც ქართველები გაიქცნენ, მათ სახლებში მეზობლები შევიდნენ, ჭიშკარზე კი წერდნენ „დაკავებულია. ასეთი უძრავი ქონება აქ უამრავია“ - ამბობს ანტონ კრივენიუკი.

მაშ, რატომ გადაიქცა ჯოჯოხეთად ერთ დროს მიწიერი სამოთხე? მიზეზები ერთი აფხაზი მაღალჩინოსანი საუბრობს:

„ომის დასრულების შემდეგ ძალიან ბევრი არა მხოლოდ სოფლის სახლი, არამედ ბინა ქალაქშიც დაცარიელდა. ეს ბინები სოფლის მოსახლეობამ დაიკავა. მათ უფასოდ კარგად მოწყობილი თანამედროვე სახლები მიიღეს. სწორედ ამის შემდეგ ადამიანებს მუქთახორობისკენ მიდრეკილება გაუჩნდათ. ალბათ ეს ერთხელაც გაივლიდა, მაგრამ სამწუხაროდ რუსეთმა, რომელმაც აფხაზებს თავზე მუქთა ფულის წვიმა დააყარა, ეს ცუდი ჩვევები დააბრუნა“ - თვლის მაღალჩინოსანი, რომელიც თავის ვინაობას არ ამხელს.

სწორედ ესაა - აფხაზეთი მაროდიორებმა და ადგილობრივების ცუდმა ჩვევებმა დაღუპეს.

commersant.ge

წყარო: novayagazeta.ru


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.