“ცხოვრების მთავარი მოგზაურობა” ამ სათაურით პოლონური National Geographic Traveler-ი აჭარაზე სტატიას აქვეყნებს.
მაგელანის ჯილდოს ლაურეატის, მწერლისა და ჟურნალისტის სერგიუს პინკვარტის აჭარაში მოგზაურობას აღწერს და წერს, რომ „ქართელები დარწმუნებულები არიან, რომ შავი ზღვის სანაპირო ყველაზე ლამაზი ადგილია მსოფლიოში.“
ავტორი მკითხველს უზიარებს აჭარის ტურისტულ ღირსშესანიშნაოებების, პროდუქტების, ტრადიციებისა და კულტურის შესახებ შთაბეჭდილებებს. ასევე, საუბრობს ალისა და ნინოს, არგონავტების, გონიოს ციხის და ქართულ სტუმართმოყვარეობის შესახებ.
წელს, ეს პოლონური National Geographic Traveler-ის მეორე სტატიაა აჭარის შესახებ. პირველი სტატია მარტში გამოქვეყნდა, სადაც ბათუმი ევროპაში საუკეთესო ტურისტული ქალაქების ათეულში იყო დასახელებული. ორივე სტატია ჟურნალში აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მხარდაჭერით მომზადდა.
დეპარტამენტი რეგიონის ტურისტულ პროდუქტებს 16 სამიზნე ქვეყანაში უწევს პოპულარიზაციას, სადაც აჭარის შესახებ თემატური სტატიები, რეპორტაჟები და გადაცემები რეიტინგულ მედიასაშუალებებში გადის. გარდა ამისა, აჭარის ცნობადობის გაზრდა და რეგიონში ტურისტების მოზიდვა სამიზნე ქვეყნებში გარე რეკლამით, ონლაინ რეკლამით, სატელევიზიო რეკლამით, პრეს-ინფოტურების ორგანიზებითა და საერთაშორისო ტურისტულ გამოფენებში მონაწილეობით ხორციელდება.
www.travelingeorgia.ge