ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
ნუ გადაადგილდებით ჩრდილოეთ ატიკის რეგიონში - საელჩო საბერძნეთში ხანძრის გამო საქართველოს მოქალაქეებს მიმართავს
20 ივლისი, 2022

საქართველოს საელჩო საბერძნეთში საქართველოს მოქალაქეებს ქვეყანაში არსებულ ხანძრებთან დაკავშირებით აფრთხილებს.

საელჩო მოქალაქეებს მოუწოდებს, არ გადაადგილდნენ ჩრდილოეთ ატიკის რეგიონში და დაემორჩილონ მითითებებს.

„ძვირფასო თანამემამულეებო! ამჟამად ჩრდილოეთ ატიკაში არსებული ხანძრის გამო, მოგიწოდებთ, დაემორჩილოთ საბერძნეთის შესაბამისი უწყებების მიერ გავრცელებულ მითითებებს, მათ შორის, გამოცხადების შემთხვევაში ევაკუაციის მოთხოვნებს, აუცილებლობის გარდა, ნუ გადაადგილდებით ჩრდილოეთ ატიკის რეგიონში. ამასთან, რეკომენდირებულია, დახუროთ კარებები და ფანჯრები

შეგახსენებთ, რომ უწყვეტ რეჟიმში მოქმედებს საელჩოს ცხელი ხაზი 6995779793.

აქვე მიგითითებთ შემდეგ ტელეფონის ნომრებს: საბერძნეთის პოლიცია - 100, სახანძრო სამსახური - 199“, — ნათქვამია საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

commersant.ge

 

 


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.